logo
ENG



ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე მოქალაქეები 40-კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

23 აგვ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
0zto29zxakl71o2.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, დღეს ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე მოქალაქეები 40-კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. ამის შესახებ პოლიტიკოსი Twitter-ზე წერს. 

მინისტრის თქმით, ეს იქნება ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია, "მათ ბრძოლაში ჩაგვრის წინააღმდეგ". 

"31 წლის წინ, 2 მილიონი ადამიანი გაერთიანდა და 600-კილომეტრი ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა ("ბალტიის გზა"), რომელიც აკავშირებდა ვილნიუსს, რიგას და ტალინს. დღეს, ჩვენ შევკრავთ 40-კილომეტრიან "თავისუფლების გზას", ვილნიუსიდან ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრამდე, იმისათვის, რომ ბელარუს დებსა და ძმებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, მათ ბრძოლაში ჩაგვრის წინააღმდეგ", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. 


close დახურვა